პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
~ის პირობა, რომელიც საქართველომ ბუქარესტში მიიღო ძალაშია. ეს ხაზს უსვამს ქართული რეფორმების წარმატებას, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ჯეიმს აპატურაის ვიზიტი დამადასტურებელია, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს ურთიერთობა ნატოსა და საქრთველოს შორის~, - განაცხადა მინაშვილმა.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს 27 ოქტომბერს ეწვევა.
აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერაისთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.