რუსეთი ვმო-ში 15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე გაწევრიანდება. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ვმო-ში გასაწევრიანებლად ევროკავშირმა საქართველოზე ზეწოლა გააძლიერა.
აღნიშნულის დასტურად გამოცემა თბილისში საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის თანაშემწის გუინერ ვიეგენდის ვიზიტს ასახელებს.
გუინერ ვიეგენდმა „ხელისუფლებას პირდაპირი უთხრა, რომ საქართველო რუსეთის გაწევრიანებას სწრაფად უნდა დათანხმდეს", - წერს გამოცემა.
ეშტონის თანაშემწის თქმით, საქართველოს უარის შემთხვევაში 15 დეკემბერის სამიტზე რუსეთი ვმო-ში ხმის უმრავლესობის პრინციპით გაწევრიანდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ვმო-ში გაწევრიანებას რამდენიმე წელიaა ცდილობს, თუმცა ამ დრომდე ვმო-ს წევრ ყველა სახელმწიფოსთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. წლების განმავლობაში რუსეთმა დაიტანხმა ვმო-ს წევრი ყველა სახელმწიფო გარდა საქართველოსი, რომელიც რუსეთს ვმო-ში წევრობის სანაცვბლოდ გარკვეულ პირობებს უყენებს. თუმცა რუსეთი საქართველოს მოთხოვნებს ამ დრომდე არ თანხმდება.