სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში, დღეს, 26 ოქტომბერს, 14:00 საათზე არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტის, ლევან ამირანაშვილის სადიპლომო თემის "მუჰაჯირთა მოძრავი მუზეუმის" პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას წარუძღვებიან: თსსა რექტორი - გია ბუღაძე, ირაკლი ქადეიშვილი და ლევან ამირანაშვილი .
როგორც „ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, მუზეუმის იდეაა, მე-19 საუკუნეში მუჰაჯირთა ტრაგედიის ამსახველი ისტორიული მასალების ერთ სივრცეში განთავსება. რომელიც იმოგზაურებს სხვადასხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში და მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს კავკასიელი ხალხის ამ ტრაგიკულ ისტორიას.