მაია დობორჯგინიძე: "შუა ქალაქში" ახალმა სახეებმა არ გაამართლა
"განახლებული "შუა ქალაქში" ბევრი რამის გამო არ მომწონს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სერიალის "შუა ქალაქში" ყოფილმა მონაწილმ, მსახიობმა მაია დობორჯგინიძემ განუცხადა.
მისი განცხადებით, ახალი სახეების შეცვლით სცენარს არაფერი ეშველა.
"არ მომწონს მსახიობების ტემპი და რიტმი. ჩამკვდარია და დაშლილები არიან. ჩვენ ერთ გუნდად ვთამაშობდით, იმიტომ იყო ხალისიანიც და მთლიანობაში კარგი. ჯერჯერობით შემიძლია ვთქვა, რომ სერიალის ახალმა სახეებმაა არ გაამართლა, მაგრამ, როგორც სცენარისტები ამბობენ, დაველოდოთ, რას იზამენ მომავალში", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დობორჯგინიძემ.
დობორჯგინიძე სერიალ "შუა ქალაქში" ირაკლის ცოლს, "მარიკას", იმავე "ბეღურას" თამაშობდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" მსახიობმა განაცხადა, სერიალში არც ერთი მსახიობი აღარ დაბრუნდება.
"არ მგონია, რომელიმე უკან მივიდეს. ეს ასე არ ხდება, მსახიობებს საცდელად არ უშვებენ სახლში", - აღნიშნა დობორჯგინიძემ.