ფილმ "გასეირნება ყარაბაღის" მესამე ნაწილზე მუშაობა დაიწყო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, ჯერ მარტო ფილმის სცენარია დაწერილი.
ცნობისთვის, პროდიუსერებმა კომერციულად წარმატებული ფილმის მეორე ნაწილის გადაღება არა ლევან თუთბერიძეს, არამედ ახალბედა რეჟისორ ვანო ბურდულს მიანდეს, თუმცა ამჯერად არ სახელდება, ვინ გადაიღებს ფილმის მესამე ნაწილს.
შეგახსენებთ, რომ ფილმი 2009 წელს გამოვიდა და მოსკოვის 31-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის "პერსპექტივების" გამარჯვებულია.
ფილმის პირველი ნაწილი ლიტერატურული პირველწყაროს კლასიკურ ეკრანიზაციას წარმოადგენს, მეორე კი, ფაქტობრივად, იმპროვიზაციაა. საინტერესოა, როგორი იქნება მესამე ნაწილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, აკა მორჩილაძის ნაწარმოებზე "მოგზაურობა ყარაბაღში" ფილმის უკვე მესამე პრემიერას გარკვეული რისკფაქტორი ახლავს. აქედან გამომდინარე, ფილმის შემქმნელები ამაზე ხმამაღლა ჯერ არ საუბრობენ.