ხვალ, 26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ფილიპ დიმიტროვს შეხვდება. შეხვედრაზე განხილული იქნება ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მძიმე სოციალურ –პოლიტიკურ მდგომარეობა. ასევე საუბარი იქნება, „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ სტრატეგიის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებზე და საქართველოში ევროკავშირის მისიასთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და სხვადასხვა ჰუმანიტარულ თუ ეკონომიკურ პროექტებში იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობაზე.
მასალის გამოყენების პირობები