აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იონას პასლაუსკასს შეხვდა.
შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და იქ მიმდინარე პროცესები განიხილეს.
"ჩვენ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. ლიტვის ელჩმა პირობა მოგვცმა, რომ მომავალში მიზნობრივი ჰუმანიტრაული პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს და ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება," - განაცხადა ბარამიამ.
იონას პასლაუსკას თქმით კი, შეხვერდრაზე მომავალში ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული პროექტების განცხორციელებისა და საზღვრის იქით დარჩენილი ადამიანებისთვის სამედიცინო ტვირთით დახმარების შესახებ ისაუბრეს.
გიორგი ბარამია ხვალ საქართველოში ევრიკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს შეხვდება.