სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დღეს საპარლამენტო უმრავლესობისგან მადლობა დაიმსახურა. უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ განაცხადა, რომ ბაკურ კვეზერელის მინისტრობის დროს ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა და ახალ მინისტრს ზაზა გოროზიას შესწევს უნარი ეს პროექტები გაგარძელოს.
~ბაკურ კვეზერელს მადლობა იმისთვის რაც მან გააკეთა სოფლის მეურნეობის სფეროში", - განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ.
მანვე ჰიბრიდული სიმინდის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, არსებობს გლეხების მოთხოვნა, რათა ამ პროგრამაში ჩაერთონ.