ქრისტიან-დემოკრატებიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს თანხების გადანაწილების შესახებ რჩევას აძლევს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თარგამაძემ განაცხადა, რომ ერთი ფულიანი კაცი აცხადებს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის აშენება უნდა, რაც საქართველოში აგრალური სექტორის განვითარებისათვის მართლაც უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება, პარალელურად, ხელისუფლება მილენიუმის პროგრამასთან აწარმოებს მოლაპარალებას ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის დაფინასებასთან დაკავშირებით.
გიორგი თარგამაძეს მიაჩნია, რომ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით "ორი სათაური საჭირო არ არის" და მისი გახსნა ან "მდიდარმა ადამიანმა" ან მილენიუმის პროგრამამ უნდა დააფინანსოს .
თარგამაძე ურჩევს ორივე მხარეს, რომ ერთ-ერთმა ააშენოს უნივერსიტეტი, მეორემ კი ამისათვის საჭირო 200 მილიონი ჩადოს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების შესახებ გამოთქვა სურვილი, რისი საშუალებაც მისი თქმით, ხელისუფლებამ არ მისცა.