"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე მალთაყვის ტორფის საბადოზე ტენდერის შეწყვეტას მოითხოვს.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გურამ ჩახვაძემ განაცხადა, ამ საბადოს მდებარეობა ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მთელ გურიას, რადგან პალიასტომის ტბასთანაა ახლოს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება შეჩერდეს" - განაცხადა ჩახვაძემ. იგი წინააღმდეგი არ არის ტორფის საბადოების ათვისებისა, მაგრამ ეს პროცესი გონივრულად უნდა წარიმართოს.
ჩახვაძემ მალთაყვის საბადოდან 10-8 კილომეტრით დაშორებული იმნათის საბადო დაასახალა რომლის დამუშავებაც ეფექტური იქნებოდა.
გურამ ჩახვაძის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს გაყოფამ, ეფექტური შედეგი ვერ გამოიღო და ეკონომიკური პროექტებისას ეკოლოგიური მხარე, ყურადღების მიღმა რჩება.