ნესტან კირთაძე საქართველოს კათალიკოს პატრიაქრქთან ილია მეორესთან პატრიარქთან შეხვედრას და სამომავლო პოლიტიკურ პროცესებზე საუბარს გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ნესტან კირთაძემ „ჯი-ეიჩ-ენთან" განაცხადა.
„იგეგმება ჩემი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან, სადაც გვექნება საუბარი ყველა იმ საკითებთან დაკავშირებით რაც ყველაზე მთავარია - სამომავლო ხედვას, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდება ჩვენი ხალხის, ჩვენი სამშობლოს მომავალს და ჩემს როლს ამ პოლიტიკურ პროცესებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი აქ გადამწყვეტი მნიშვლეობა აქვს დროს", - განაცხადა კირთაძემ.
ნესტან კირთაძემ „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სახელისუფლებო ვადის ამოწურვის და ქვეყნის ახალი რეალური ცვლილებების შესახებაც ისაუბრა.
„როდესაც, მე ვსაუბრობ დროზე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს არის განსაკუთრებული დრო როდესაც ხელისუფლებას ამოეწურა თავისი სახელისუფლებო ყველა ვადა და ქვეყანა დადგა უკვე ახალი ცვლილებების წინაშე. ამ ახალი რეალური ცვლილებებისთვის უნდა მოვემზადოთ ყველანი, უნდა მოემზადოს ჩვენი ხალხი და 2012 წელი უნდა ვაქციოთ ხელისუფლების რეალურად შეცვლის წლად. აი ამ პოლიტიკურ პროცესში ყველა პრინციპულ სიტყვას, ყველა პრინციპულ გადაწყვეტილებას ჩვენი ხალხის პრინციპულ პოზიციას ექნება უკიდურესად გადამწყვეტი მნიშვნელობა. ვინაიდან, წყალგამყოფი წარსულსა და მომავალს შორის უკვე გაკეთებულია, ეს არის წყალგამყოფი ერთპარტიულ ავტორიტარიზმსა და მრავალპარტიულ დემოკრატიას შორის, ეს არის წყალგამყოფი დაქუცმაცებული და ტერიტორიულად დანაწევრბეული საქართველოსა და ერთიანი ქართული სახელმწიფოსკენ ყოველდღიური შრომა და ყოველდღიურ ბრძოლა, ეს არის წყალგამყოფი სოციალურ უსამართობასა და სამართლიანობას შორის. ეს ყველაფერი უნდა დაბრუნდეს ხვალ - ზეგ ოღონდ რეალურად. ამის რეალობის განცდას იძლევა დრო, როდესაც ხელისუფლებას ყოველგვარი სახელისუფლებო ვადა აქვს ამოწურული და ჩვენი ხალხი უნდა მოემზადოს მისი სუვერენული სურვილის ნებისა და უფლების გასახორციელებლად, რათა ერთად შევცვალოთ საქართველოს დღევანდელი ვითარება", - განაცხადა კირთაძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსი, მეცნიერი, პროფესორი ნესტან კირთაძე, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე გამორჩეულ სახეს წარმოადგენს და რომელიც მნიშვნელოვანი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, ლეიბორისტების ლიდერ შალვა ნათელაშვილს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო ემიჯნება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კირთაძესა და ნათელაშვილს შორის შეხვედრა შედგა, სადაც კირთაძემ პარტიის ლიდერს განუცხადა, რომ მისი პოზიცია ბიძინა ივანიშვლთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად მიუღებელი და პოლიტიკურად გაუმართლებელი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კირთაძემ განუცხადა, განცხადების ტონალობა, ფორმა, შინაარსი და საერთაშორისო აქცენტები არა მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული, არამედ ეს განცხადება ხალხისგან შეფასდა სააკაშვილისა და მისი რეჟიმისადმი ირიბ მხარდაჭერად.