უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაური მისვლას ითხოვს.
გიორგი თარგამაძეს აინტერესებს, ქვეყანა ისევ იმ ილუზიების ამარა რჩება, რომ "სირაქლემას კვერცხებმა, ბაყაყებმა და მოცვმა უნდა გადაგვარჩინოს~, თუ პარლამენტი მთავრობასთან ერთად მწყობრ სტრატეგიას ჩამოაყალიბებს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თარგამაძემ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის თანამდებობიდან გათავისუფლებას ბევრი "ქრისტიან-დემოკარატებს" ულოცავდა, რადგან მათ "მოეჩვენათ, რომ "ქრისტიან-დემოკრატებს" მიზანში სწორედ კვეზერელი ჰყავდა ამოღებული".
"ჩვენ მიზანში "ნაცმოძრაობის" აგრარული პოლიტიკა გვაქვს ამოღებული.
ხშირად გვესმის, რომ აგრარული მთავრობა გავყავს, მაგრამ სინამდევილეში, მას სოფლის მეურნეობის განვითარების არანაირი სტრატეგია არ აქვს. მთავრობისაგან არ მოგვისმენია, თუ რითი იყო ცუდი ბაკურ კვეზერელი და რითია კარგი მისი შემცვლელი ზაზა გოროზია. ამიტომ მოვითხოვთ, ვიდრე 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას დავიწყებთ, მობრძანდეს აგრარული მთავრობის თუნდაც ფორმალური პრემიერ-მინისტრი, გაგვაცნოს სექტორის განვითარების სტრატეგია და დაგვარწმუნოს იმაშიA თუ რითი განსხვავდება გოროზია კვეზერელისაგან", -- აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.