პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, რუმინეთი ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ერთ-ერთი მხარდამჭერია. ეს განცხადება ბაქრაძემ რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტა ალმა ანასტასესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბაქრაძის განცხადებით, რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია. მისივე თქმით, რუმინეთია მეორე ქვეყანაა, რომლის 29 დამკვირვებელია ევროკავშირის მისიაში, რაც კარგად ადასტურებს რუმინეთის მხარდაჭერას და მათ დაინტერესებას.
ბაქრაძის თქმით, რუმინეთი და საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ნაბუკოს პროექტში.
~საქართველო და რუმინეთი გააგრძელებენ სავაჭრო ურთიერთობას, რომ იყოს მეტი ეკონომიკური ბრუნვა და მეტი შემოსავლები~ -აღნიშნა დავით ბაქრაძემ .
დღესვე ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე შეთანხმდა, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობა აქტიური გახდება და შედგება მეგობართა ჯგუფების ვიზიტები. შესაბამის კომიტეტებში ხელი მოეწერება თანამშრომლობის დოკუმენტებს და ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით უშუალოდ კომიტეტები ითანამშრომლობენ ერთმანეთთან.