ახალი წლის ღამეს აფხაზი სეპარატისტები საქართველოს აფხაზეთთან დამაკავშირებელ სატელეფონო კოდს გათიშავენ და ამის შემდეგ აფხაზეთში დარეკვა მხოლოდ რუსეთის მიერ აფხაზეთისათვის მინიჭებული სატელეფონო კოდით იქნება შესაძლებელი.
რუსული სატელეფონო კოდი აფხაზეთში ქართულის პარალელურად, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან ამოქმედდა. სეპარატისტები იუწყებიან, რომ საქართველოს კოდი 8 881 22 მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს, ახალი წლის ღამეს კი სეპარატისტები საქართველოს კოდს გათიშავენ.
სეპარატისტთა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას თქმით, ამ ვადას აფხაზეთის ე.წ. მთავრობა იმ ადამიანებს აძლევს, რომლებსაც საქართველოში ნათესავები და ახლობლები ჰყავთ. შამბას თქმით, ამ ვადის განმავლობაში ადამიანები საქართველოს სატელეფონო კოდით აფხაზეთში დარეკვის ნაცვლად რუსული კოდით დარეკვას უნდა მიეჩვიონ.
2010 წლიდან სეპარატისტულ აფხაზეთში დარეკვა შესაძლებელი იქნება:
სოხუმი და სოხუმის რაიონი + 7 840 22X XX XX
გაგრის რაიონი + 7 840 23X XX XX
გუდაუთის რაიონი +7 840 24X XX XX
გულრიფშის რაიონი +7 840 27X XX XX
ოჩამჩირის რაიონი +7 840 25X XX XX
ტყვარჩელის რაიონი +7 840 26X XX XX
გალის რაიონი +7 840 28X XX XX
სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედი მობილური ოპერატორებისათვის:
"აკვაფონი" : +7 940 9XX XX XX
"ა-მობაილი": +7 940 7XX XX XX