2012 წლის ბიუჯეტის პროექტის გამო დღეს ერთმანეთს საპარლამეტნო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ
ქრისტიან-დემოკრატებმა 2012 წლის ბიუჯეტს ანტიხალხური ბიუჯეტი უწოდეს და განაცხადეს, რომ ბიუჯეტის პროექტი პარლამეტიდან მთავრობამ გაიწვია. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა ქრისტიან-დემოკრატებს ურჩია, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდნენ ბიუჯეტის განხილვის პროცედურებს გაცნობოდნენ. მელიქიშვილის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის არანაირი გაწვევა პარლამენტიდან არ მომხდარა.
"ჩვენ ახლა ბიუჯეტის განხილვის მეორე ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც პარლამენტმა თავისი რეკომენდაციები და შენიშვნები მთავრობაში გადააგზავნა. ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი ისევ პარლამენტს დაუბრუნდება", - განაცხადა მელიქიშვილმა და ქრისტაინ-დემოკრატების გამოსვლებს აბსურდული უწოდა.
მისივე თქმით, საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტი 7 მილიარდ 673 მილიონია. 3 მილიარდი ლარით გაიზრდება ეკონომიკა.
მელიქიშვილის გამოსვლას უმრავლესობამ ტაში დაუკრა, რასაც ლევან ვეფხვაძის უკმაყოფილება მოჰყვა.
"მთავარია პარლამენტის უმრავლესობა კი არ იყოს კმაყოფილი, არამედ მოსახლეობა. კამყოფილების აღსანიშნავი არაფერია და სანუგეშოც არაფერი გაქვთ", - მიმართა ვეფხვაძემ უმრავლესობას.