25-28 ოქტომბერს საქართველოს ვიზიტით ეწვევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ მინიონი.
მინიონი შეხვდება ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ფილიპ ლეფორს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილს, უშიშროების საბჭოს მდივანს გიორგი ბოკერიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თორნიკე გორდაძეს.
მინიონი გაემგზავრება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მოინახულებს ჯვრის მონასტერსა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს.