პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილისა და რუმინეთის დეპუტატთა კავშირის თავმჯდომარის, რობერტა ალმა ანასტასეს შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ინტერესთა სფეროები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთვარი თემა, საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო. როგორც რობერტა ანასტასემ აღნიშნა, რუმინეთისთვის საინტერესოა იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და გატარებული სხვა ეკონომიკური რეფორმების კუთხით გააჩნია. მხარეებმა ასევე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრეს.
რუმინეთის დელეგაცია საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რობერტა ალმა ანასტასესი შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან.