მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს შეხვდა. საუბარი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობის საკითხებს შეეხო. ასევე განიხილეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის როლის გააქტიურება რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში.
საუბარი 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად არსებული ვითარებას და იძულებით გადაადგილებული პირების დღევანდელი მდგომარეობას შეეხო.
მასალის გამოყენების პირობები