დღეს, 25 ოქტომბერს, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით, რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტა ალმა ანასტასესი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმარი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართავს, რის შემდეგაც იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვა.
რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ხვალვე შეხვდება ქართველ კოლეგას, დავით ბაქრაძეს. შეხვედრის შემდეგ კი გაიმართება ერთობლივი ბრიფინგი.
რობერტა ალმა ანასტასესი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს.
რუმინელი სტუმარი დაათვალიერებს თბილისის ძველ უბნებს და განახლებულ მცხეთას.
რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე საქართვლოს 26 ოქტომბერს დატოვებს.