დღეს, 25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იონას პასლაუსკას შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთს მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იქნება ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და იქ მიმდინარე პროცესები.
ასევე საუბარი შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ლიტვის საელჩოს შორის იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მიზნობრივ ჰუმანიტარულ პროექტებზე თანამშრომლობას.