საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებს, რომ გააჩნია მტკიცებულებები ლიბიის ქალაქ სირტში, ერთ-ერთ სასტუმროში მუამარ კადაფის 53 მომხრის უკიდურესი სისატიკით დახოცვის შესახებ
ორგანიზაცია აცხადებს, რომ 53 ცხედარი ერთ ადგილას იქნა ნაპოვნი და მათგან რამდენიმეს ხელები ზურგსუკან ქონდა შეკრული.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ რიგი მათგანი ტუსაღი იყო.
Human Rights Watch მოუწოდებს გარდამავალ ეროვნულ საბჭოს გამოიძიოს აღნიშნული საქმე და აღნიშნავს, რომ ეს არის აკადაფის წინააღმდეგ მებრძოლი ლიბიელების მიერ საკუთარი თავის კანონზე მაღლა დაყენება და უმძიმესი დანაშაული.