ხვალ, 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო "ლექსო, არ დაიკარგები" გაიმართება.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ხალხური მელექსეები, ავტორ-მთქმელები, სიმღერისა და ცეკვის შემსრულებლები. ღონისძიებას ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული გაუძღვებიან.
ხალხური პოეზიის საღამო "ლექსო არ დაიკარგები" ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფოლკლორის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნატა ნიჟარაძემ განუცხადა, მსგავსი პროექტების გახორციელება დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა.
"XX საუკუნის 80-იანი წლების ცნობილი ხალხური პოეზიის საღამოები პირველად 2000 წელს აღდგა, ხოლო მრავალწიანი პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა 2008 წლის 12 მაისს. რის შემდეგაც ყოველწლიურად ვაწყობთ პოეზიის ამ საღამოს", - განაცხადა ნიჟარაძემ.