ჟენევის შემდეგი მოლაპარაკებების რაუნდი და საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ფილიპ ლეფორიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა.
ფილიპ ლეფორიმ დეკემბერში დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებებში ევროკავშირის ხედვასა და ამოცანებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებისას რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და დევნილთა საკითხზე გამახვილდება ყურადღება.
ფრანგი დიპლომატი ფილიპ ლეფორი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად 1-ელ სექტემბერს დაინიშნა და მან ამ თანამდებობაზე პიტერ სემნები შეცვალა.