საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ლევან მეტრეველი ინიშნება.
პრეზიდენმა პარლამენტს წერილობით უკვე მიმართა, რომ კანადაში საქართველოს ელჩი ლევან მეტრეველი ამავე დროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (იკაო) წარმომადგენელი იყოს.
საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვს, რომ ლევან მეტრეველის იმავე როტაციის ვადით დანიშვნაზე თანხმობის მიცემის განხილვა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნიდან თბილისში მისი გამოძახების გარეშე.
პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დაავალა, რომ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ლევან მეტრეველის კანდიდატურაზე იმსჯელონ.