მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასრულდა. ფესტივალის დასკვნით საღამოზე ელისო ვირსალაძემ შუმანის ნაწარმოებები შეასრულა.
„არ ვიცი ეს როგორი იყო მსმენელისათვის, მაგრამ ძალიან ვწუხვარ რომ მთავრდება. იყვნენ ისეთი შმესრულებლები, ვიცნ პირველად გამოვიდნენ ფესტივალზე. ძალიან საინტერესო იყო", - აღნიშნა ვირსალაძემ.
მეორე განყოფილება კი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა მევიოლინე ლიზა ბათიაშილმა გახსნა.
თელავის დრამატული თეატრის სცენაზე ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი, ნატალია გუტმანი გამოვიდა. ანსამბლ „წინანდალმა" ფეტსივალი ქართული ფოლკლორული ნაწარმოებებით დახურა.
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე 16 -23 ოქტომბერს ექვსი კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე წარსდგნენ სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები. მათ შორის - ელისო ვირსალაძე, ედუარდ ბრუნერი, ნატალია გუტმანი, ბადრი მაისურაძე, ლიზა ბათიაშვილი, ლუიზ პელერინი, მინჩო მინჩევი, ვახტანგ კახიძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, იტალიური კვარტეტი „კლეზმერატა ფიორენტინა". ფესტივალის დღეებში კონცერტი გამართეს პრესტიჟული მუსიკალური კონკურსების ლაურეატმა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლებმა საქართველოდან, იაპონიიდან, ისრაელიდან. თელავის მუსიკალური ფორუმში წელს მონაწილეობა 23 სოლისტმა, (მათ შორის გერმანიიდან, შვეიცარიიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან, ბულგარეთიდან). მთლიანად კი 200-მდე მუსიკოსმა მიიღო.
საფესტივალო საღამოებზე აუდიტორიამ მოისმინა მრავალფეროვანი პროგრამა, რომელშიც შევიდა მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ფოლკლორი, ქართული საგუნდო მუსიკა, საოპერო, ეთნო და ხალხური ნაწარმოებები. ფესტივალის ერთი კონცერტი - "ახალი სახელები" - დაეთმო ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს სამი ქვეყნიდან (საქართველო, ისრაელი, იაპონია). თელავის ფესტივალის ფარგლებში ტრადიციისამებრ ჩატარდა მასტერკლასები;
ფესტივალს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია და დიდი ტრადიციები აქვს. ელისო ვირსალაძის მიერ 80-ან წლებში დაარსებულ ფესტივალს (სახელწოდებით "ქება ვაზისა") ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ანალოგი არ მოეძებნებოდა, არც ფორმატით (კონცერტების სერია და მასტერკლასები), არც მონაწილეთა შემადგენლობით და არც ასეთი მასშტაბის ფესტივალის ჩატარებით ქვეყნის რეგიონში. შემდგომ, ქვეყანაში არსებული ვითარებისა და ობიექტური მიზეზების გამო, ფესტივალი აღარ ჩატარებულა.
2010 წლის ოქტომბერში, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ელისო ვირსალაძის ინიციატივით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში განახლებული სახით (ასევე, სახელწოდებით) აღდგა. სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადდა და სახელმწიფომ შეიძინა "Steinway & Sons"-ის საუკეთესო ორი საკონცერტო როიალი. წელს კლასიკური მუსიკის ფორუმი საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. გენერალური სპონსორია კავკასუს ონლაიანი, რომელიც მთელი საფესტივალო კვირის განმავლობაში ინტერნეტით ფესტივალის ონლაინ ჩვენებას უზრუნველყოფს.
გენერალური სპონსორი: - კავკასუს ონლაინი; სპონსორები: სოკარ ჯორჯია; თიბისი ბანკი; საქართველოს ტურიზმის ნაციონალური სააგენტო; კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია;
პარტნიორები: თბილისის მერია; ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი-წინანდალი; თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; სასტუმროების ქსელი „რჩეული"; სასტუმრო „ალაზნის ველი", „კარგო ლოჯისტიკ გრუპ", „ვი-თი ჯორჯია" ვინივერია;
მედია პარტნიორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი - I არხი, ПИК; რუსთავი 2; 24 საათი; „ჯორჯია თუდეი"; თბილისი OUT; ცხელი შოკოლადი; M -Publishing; რადიო - მუზა; რადიო უცნობი; ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი".