უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ 2003 წელს დახურული სისხლის სამართლის საქმის წარმოება განაახლა. "უკრაინის გენპროკურატურამ 2003 წელს დახურული 2001 წელს იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დახურვის შესახებ მიღებული დადგენილება გააუქმა", _ იუწყება უკრაინული მედია გენპროკურატურაზე დაყრდნობით.
2001 წელს საქმე აღძრული იყო საბიუჯეტო სახსრების - 25 მილიონ გრივენზე (3,1 მილიონი აშშ დოლარი) მეტი თანხის დატაცებასთან დაკავშირებით და 20 მილიონი გრივნის (2,5 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით გადასახადების გადაუხდელობის გამო.
"2001 წლის იანვარში გენპროკურატურის მიერ აღძრული საქმის მიხედვით იულია ტიმოშენკოს ბრალად ედებოდა ექს-პრემიერისათვის პაველ ლაზარენკოსათვის ქრთამის მიცემა, რომელიც რუსული გაზის კონტრაბანდას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადახადებისგან თავის არიდებას ეხებოდა. 2001 წლის თებერვალში იულია ტიმოშენკო დააპატიმრეს. 2003 წელს კიევის სააპელაციო სასამართლომ ტიმოშენოკს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე უსაფუძვლოდ მიიჩნია და საქმე დახურა. იმავე წლის 13 ოქტომბერს უკრაინის უშიშროების სამსახურმა გააკეთა განცხადება იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. საუბარი ეხებოდა 405 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც 1996 წლიდან უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის დავალიანება იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართ", _ იუწყება უკრაინული მედია.