საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცადებით, საბერძნეთში მიმდინარე არეულობებისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
"საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციებს ათენში ჩენი წარმომადგენლებისგან. ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს არის თუ არა საქართველოს რომელიმე მოქალაქე დაშავებული", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსნებთ, რომ დეფოლტის წინაშე მდგარი ქვეყნის პარლამენტმა ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს. ეკონომიკური ცვლილებების პაკეტი, რომელიც ხელფასებისა და პენსიების შემცირებას, გადასახადების გაზრდას და 30 ათასი სამუშაო ადგილის გაუქმებას გულისხმობს. სინტაგმის მოედანზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებახ მოხდა. შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 100- მდე დაშავდა.