თურქეთის მხრიდან საქართველოსთვის ქართული ძეგლების გადმოცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ტარდიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილმე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ორ სახლემწიფოს შორის მიღწეული არ არის.
"ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრინციპული წინადადება, რომელსაც ვთავაზობთ თურქეთს. ხოლო თურქეთს თავისი მოთხოვნები აქვს. ვიცით, რომ ეს საკითხი ძალზე აქტუალურია როგორც საპატრიარქოსთვის, ასევე სქაართველოს მოსახლეობისთვის. ყველა აქტიურად არის ჩართული, რათა საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული", - განაცხადა კალანდაძემ.
კალანდაძის თქმით, გასულ კვირას პატრიარქი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა და მისი შეფასებით, ამ ვიზიტმა ძალიან კარგად ჩაიარა.