რუსეთსა და ევროკომისიას შორის მოლაპარაკებები ე.წ. მესამე ენერგოპაკეტთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმატკომ გააკეთა. მისი თქმით, ევროკომისიამ რუსული მხარის ყველა წინადადება უარყო.
ამასთან ერთად შმატკომ აღნიშნა, რომ რუსეთი თავის თავზე ნაკისრ ყველა ვალდებულებას გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, კვლავინდებურად შეასრულებს.
"მესამე ენერგეტიკული პაკეტი" ევროსაბჭოს მიერ 2009 წელს შეიქმნა, იგი მსხვილი კომპანიების საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს, რომელთა რიცხვში რუსეთის გაზისა და ნავთობის გიგანტი "გაზპრომი"-ც ხვდება.
მასალის გამოყენების პირობები