დღეს, 25 ოქტომბერს, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჟენევაში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართება. მოლაპარაკებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებს წარგზავნილი დელეგაცია ჩვეული შემადგენლობით.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის ინფორმაციით. მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის რომ, რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს შეთავაზებას - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებობდეს სავაჭრო მონიტორინგი, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ
”ეს არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნა, რომლის უგულებელყოფა ვერ მოხდება. როგორც კი რუსეთი მზად იქნება რომ ამ წინადადებას დათანხმდეს, ვიქნებით მზად თანხმობა განვაცხადოთ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კალანდაძემ და დასძინა, რომ ქართული მხარე მოლოდინის რეჟიმში იმყოფება თუ როგორ ჩაივლის მოლაპარაკებათა ხვალინდელი რაუნდი.
კალანდაძემ ისაუბრა გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მიმართ რუსეთის გაწევრიანებასთნ დაკავშირებით ზეწოლას ახორციელებს.
"რაც შეეხება ზოგად სპეკულაციებს რომ რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საერათშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს მიმართ რაიმე სახის ზეწოლა არსებობს, ეს სიმართლეს არ შეეასბამება. საერთაშორისო თანამეგობრობა პატივისცემით ეკიდება იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია", - განაცხადა კალანდაძემ.