ფოლკლორული ანსამბლების სერთიფიცირება დღეს კახეთიდან იწყება. განაცხადი კახეთის რეგიონიდან ცხრამეტმა ანსამბლმა წარმოადგინა.
ფოლკლორული ანსამბლების სერთიფიცირების კომისიის წევრები დღეს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში შეიკრიბებიან და მონაწილეებს გაეცნობიან. მათი გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ფოლკლორულ ანსამბლებს სერთიფიკატს მიანიჭებს.
სერთიფიცირების მიზანია, ანსამბლების შემოქმედებითი დონის შესწავლა, მათ შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა და საზოგადოებისთვის ქართული ფოლკლორის სათანადო დონეზე წარმოჩენა.
ფოლკლორული ანსამბლებისათვის სერთიფიცირების პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.