დღეს, 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ტალინის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვევა. დელეგაციას ტალინის უნივერსიტეტის რექტორი ტიით ლენდი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პროფესორ ლენდის ლექცია ქიმიაში.
ორი უნივერსიტეტის რექტორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარე პროექტის მეოთხე ფაზაში დაგეგმილი აქტივობების განხორციელების მიზნით დაიგეგმა, პროექტი ითვალისწინებს „თბილისისა და ბათუმის უნივერსიტეტების სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერას, ლექტორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ეფექტური დისტანციური სწავლების მეთოდების დანერგვას". პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ტალინის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ რამდენიმე ტრენინგის ჩატარება დისტანციური სწავლების მეთოდების გამოყენებით.