თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ამ დროსთვის დაღუპულია 80 ადამიანი. 50 დაღუპულის ცხედარი ვანის პროვინციიდან ერჯიშის საავადმყოფოშია გადასვენებული. თავად ერჯიშში კი დაღუპულია 30.
ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 200-ზე მეტმა ადამიანმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენი ადამიანია მოყოლილი ნაგრევებში და რამდენის გადრჩენას შეძლებენ მაშველები.
საკმაოდ დიდია უგზოუკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა, თუმცა რადგან მათი დაღუპვა ოფიციალურად არ არის დადასტურებული ხელისუფლება თავს იკავებს ისინი დაღუპულებად გამოაცხადოს.
ბოსფორის უნიფერსიტეტის სეისმოლოგიური ობსერვატორიის ხელმძღვანელმა მუსტაფა ერდიკმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა 1000 ადამიანი შეადგინოს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რეჯეპ აკგადმა მოითხოვა, რომ დაღუპულთა შესახებ არ გავრცელდეს დაუზუსტებელი ინფორმაცია.
მისივე თქმით, დაღუპულთა დაზუსტებულ რაოდენობას ნაპოვნი ცხედრების მიხედვით ქვეყნის ხელისუფლება თავად გაავრცელებს.