დღეს, 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა - ვიზუალური კულტურა და რელიგიური იმპულსები.
სამხატვრო აკადემიის ინფორმაციით, წარმოდგენილნი იქნებიან შედეგი ავტორები: კოკი მახარაძე, ჟანრი მეძმარიაშვილი, გია ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო, დავით ალექსიძე, მერაბ აბრამიშვილი, გოგა მაღლაკელიძე, ირაკლი ფარჯიანი, ესმა ონიანი, ლევან მარგიანი, დათო გაგოშიძე. (სულ 35 ნამუშევარი).
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების იტორიისა და თეორიის კათედრაზე წელიწადზე მეტია მუშაობს პროექტი „რელიგია, ვიზუალური კულტურა და საზოგადოება". მისი მიზანია უცხოელ კოლეგებთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე, ინტერდისციპლინარული კვლევის მეთოდების გამოყენებით, რაც შეიძლება ფართოდ განიხილოს და შეისწავლოს რელიგიის, ვიზუალური კულტურისა და სოციალური ცხოვრების ურთიერთმიმართების საკითხები.
მრავალეტაპიანი მუშაობის ფარგლებში პროექტი გულისმობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს, კონფერენციების ციკლს და მის თანმხლებ გამოფენებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პირველი საერთაშორისო კონფერენციის და მისი თანხმლები გამოფენის თემაა - ვიზუალური კულტურა და რელიგიური იმპულსები. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემების ნაწილი პროექტის ფარგლებში წარმოებული კვლევების ანგარიში იქნება. გამოფენა წარმოაჩენს ვიზუალური კულტურისა და რელიგიური გამოცდილების გადაკვეთის შესაძლებლობებს სხადასხვა ასპექტით - ისტორიული შინაარსები, საკრალური სივრცე და ავტორი, რელიგიური ვიზუალური სახეხატები და თანამედროვე რეკლამა და ა.შ.