"მეფე ლომის" სტერეოსკოპური ვერსიის წყალობით, კინოსტუდია უოლტ დისნეის ანიმაციური შედევრის საკასო შემოსავალმა 900 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ამგვარად, მულტფილმა ამერიკული გაქირავების ყველაზე საკასო ანიმაციური პროექტის სიაში მეორე ადგილი დაიკავა. მის წინ მხოლოდ "შრეკი 2" იმყოფება. რეიტინგში მესამე ადგილზეა "სათამაშოების ისტორია 3".