თურქეთის ქალაქ ერჩისში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 25 საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა.
დანგრეულია ერთი საერთო საცხოვრებლის შენობაც.
სამაშველო სამსახურები ამ დროისთვის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ცდილობენ.
ბოლო ინფორმაციით, მძიმედ არის დაშავებული 50 ადამინი. ისინი სხვადასხვა კლინიკებში გადანააწილეს.
რამდენიმე შენობა ჩამოინგრა ქალაქ ვანშიც.
შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.