გამოცდების ეროვნული ცენტრი მოქალაქეთა მიღების ახალ რეჟიმზე გადადის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მაქსიმალურად ეფექტურად და ოპერატიულად მიწოდებას.
ცენტრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა მიღება ყოველ სამუშაო დღეს 11:00-დან 14:00 საათამდე განხორციელდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფისში - მინდელის ქუჩა N9 (ნუცუბიძის ქუჩის ბოლოში).
მიღების საათების დასრულების შემდეგ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალურ ანკეტაში მიუთითონ კითხვა და ტელეფონის ნომერი. ცენტრის წარმომადგენელი დღის ბოლომდე დაუკავშირდება კითხვის ავტორს და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის მისთვის საინტერესო საკითხის შესახებ.
მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზისა და Facebook-ის გვერდისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც შეუძლიათ.