თემურ წიკლაურის საიუბილეო საღამო - სახელწოდებით "ვმღერი ისე, როგორც ემღერება სულს" - თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 4 ნოემბერს გაიმართება.
საღამო მომღერლის სამოცდახუთი წლის იუბილეს ეძღვნება. კონცერტზე წიკლაური ორასი საუკეთესო სიმღერიდან ოცდაათს შეასრულებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლი "ძლევაი" და "ივერიელები" მიიღებენ. დაუკრავს ნიკა მემანიშვილის ბენდი, რომელსაც ავთანდილ მამაცაშვილი უდირიჟორებს.
ცნობისთვის, კონცერტი ქალაქ თბილისი მერიის მხარდაჭერით გაიმართება.