სოციოლოგები არ იღლებიან გაარკვიონ, პროცენტულად რამდენია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სამსახურში არამარტო მუშაობს არამედ უფრო საინტერესო რაღაცით კავდება.
სხვადასხვა მონაცემით, ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლების 30-დან 45% მდე არ მალავს,რომ პაემანი აქვს კოლეგებთან, ძალიან ხშირად მსგავსი სამსახურეობრივი რომანი ქორწინებით მთავრდება.
მეცნიერები ამბობენ,რომ ქალები უფრო მეტად ვიდრე მამაკაცები სერიოზულად ეკიდებიან ასეთ ურთიერთობას. ძლიერი სქესის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ როგორც წესი გოგონა-კოლეგებთან ფლირტს მოწყენილობისაგან იწყებენ. სასიყვარულო თავგადასავლების მიმართ ქალებისა და მამაკაცების უმრავლესობა დადებითადაა განწყობილი. მაგრამ, დამსაქმებელთა უმრავლესობა წინააღმდეგია ასეთი ურთიერთობის და დარწმუნებულია, რომ სამსახურეობრივი რომანი სახიფათოა კომპანიისთვის.
მწერალი ოლეგ როის მიაჩნია,რომ "ცხოვრების ის რიტმი,რომელიც დღეს გვაქვს,რომელიც გვამწყვდევს ოფისებში, უბრალოდ გვაიძულებს ვეძიოთ ყველა ჩვენი ინტერესი,მათ შორის სიყვარულის ინტერესიც" .
მწერალი დარწმუნებულია, რომ "კომპანია რომელიც ოფიციალურად უარყოფს ამას, საქმეში თავად ამყარებს პირად ურთიერთობას კოლექტივის შიგნით. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზაციის კორპორაციული დღესასწაულები, ტრენინგები,როცა მთელი ოფისის თანამშრომლები რამოდენიმე დღით ერთად რჩებიან."
"დღეს ყველაფერი კეთდება, რათა ადამიანი რომელიც ოფისში ზის, რაც შეიძლება დიდხანს იყოს იქ", -აცხადებს მწერალი.
როი ამტკიცებს, რომ "ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს სად ეძებოს თავის ბედნიერება და ეს უნდა გააკეთოს იქ "სადაცმოსახერხებელია".
"დავრთოთ თუ არა ნება ეს გააკეთოს, თუ ის პირად ურთიერთობას ნორმალურად უთავსებს პირდაპირ მოვალეობას? ფაქტია, რომ არავის შეუძლია თავად ხელმძღვანელსაც კი აუკრძალოს უყვარდეს და უყვარდეთ. დასავლეთში "ოფისში ქორწინება" პოპულარულია და ხშირად ხდებიან ბედნიერები", - ასკვნის მწერალი .
თავის მხრივ, ფსიქოლოგი, ინნა იგოლკინა სამსახურეობრივი რომანის წინააღმდეგია.
"თუ ადამიანი სამსახურში კავდება სექსით,ძალიან ხშირად ეს ყველა თანამშრომელმა იცის და იწყება ჭორები", - ამბობს ინნა და დასძენს, -" თუ გარკვეული დროის შემდეგ ეს სამსახურეობრივი რომანი არ შედგა, ადამიანებს ფსიქოტერაპევტი სჭირდებათ, ქვეითდება შრომისუნარიანობა. ქორწინებით ასეთი ურთიერთობა იშვიათად მთავრდება".