"ერთხელ მაინც ნუ გადავაწყვეტინებთ ჩვენ უფროსებს იმას რაც ჩვენ გვინდა და შევევხვეწოთ რობერტ სტურუას რომ დაბრუნდეს თეატრში", - განაცხადა რეზო ჩხეიძემ რამაზ ჩხიკვაძის გამოსათხოვარ სამოქალაქო პანაშვიდზე.
რეჟისორმა მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის გამოსათხოვებელ ტექსტში რობერტ სტურუას დაბრუნება არაერთხელ ახსენა.
„სტურუა უნდა დაბრუნდეს თეატრში, თორემ რა გამოვიდა ისედაც, ასეთი მსახიობი დაკარგა დასმა და ნუ მათქმევინებთ იმ სიტყვას, რაც მოხდება. თეატრი მათ გარეშე „წაიფორთხილებს". მართალია უბრწყინვალესი თაობა გვყავს, მაგრამ ამ ორი ადამიანის გარეშე თეატრი „წაიფორთხილებს". მოდით, თეატრს ნუ დავარღვევთ, შოთა რუსთაველის სახელი ჰქვია ამ თეატრს, სადაც დიდი მსახიობები მონაწილეობდნენ ხორავა, ვასაძე და შევინარჩუნოთ თეატრი", - აღნიშნა ჩხეიძემ.