სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებისადმი მისი წერილი განხილვის პროცესშია. პატრიარქის თქმით, წერილი ეხება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც თურქეთში ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს ეხება.
"როგორც ცნობილია, თურქეთის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომ გადაეცეს იმ ერს თურქეთში მდებარე ტაძრები, რომლებიც მათ საკუთრებაშია. უკვე გადასცეს ბერძნებს, სომხებს, რუსეთს, თუმცა, ჩვენთვის ჯერ არ გადმოუციათ. მე გავუგზავნე წერილი თურქეთის პრემიერ-მინისტრს და ვითხოვდით, რომ ოშკი, ხახული და სხვა ტაძრები უნდა ყოფილიყო გადმოცემული საქართველოსთვის. გვიპასუხეს, რომ წერილი განხილვის პროცესშია", - ბრძანა პატრიარქნა.
მისი თქმით, მან დაავალა ელჩს და კონსულს, რომ ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.