ჩიკაგოში, სიტი პარკში დააკავეს 100-ზე მეტი დემონსტრანტი, რომლებიც უოლ სტრიტის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ სიტი პარკში მართავდნენ აქციას. აქცია "მოახდინე ჩიკაგოს ოკუპაცია" ნიუ იორკში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამოძახილია. პოლიციამ დემონსტრანტები დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.
"მოახდინე ჩიკაგოს ოკუპაციის" სპიკერ ჯოშუა კონერის განცხადებით, დაკავებების მიუხედავად აქციები გაგრძელდება. როდესაც პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაიწყო, აქციის მონაწილეები ყვიროდნენ "ჩვენ დავბრუნდებით".
ნიუ იორკში აქცია სახელწოდებით "მოახდინე უოლ სტრიტის" ოკუპაცია ერთი თვის წინ რამდენიმე ახალგაზრდამ დაიწყო. რამდენიმე დღეში აქციებმა მასშტაბური სახე მიიღო და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა. დემონსტრანტები ქვეყნის ფინანსულ პოლიტიკასა და სოციალურ უთანასწორობას აპროტესტებენ.