გამთენიისას გურიაში ორი სატვირთო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია სამი ადამიანი.
შეჯახება ნატანების რკინიგზის სადგურზე მოხდა. ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი შაქრით დატვირთული სატვირთო მატარებელი თბილისიდან მიმავალ ინერტული მასალით დატვირთულ მატარებელს შეეჯახა.
მწყობრიდან არის გამოსული ორივე ელმავალი და რამდენიმე ვაგონი.
თვითმხილველების მტკიცებით, სარკინიგზო ავარია ერთ-ერთი მატარებელის მემანქანის მიზეზით მოხდა.
თბილისიდან მიმავალი მატარებლის მემანქანემ წითელ შუქნიშანზე არ გააჩერა.
წინასწარი ინფორმაციით ზარალი მილიონ ლარს აჭარბებს. რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა უკვე აღდგენილია.