ტუნისში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ეს პირველი არჩევნებია 9 თვის წინ მომხდარი რევლუციის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ზინედინ ელ აბიდინე ბენ ალი თანამდებობიდან გადადგა.
არჩევნების შემდეგ დაკომპლექტდება 217-ადგილიანი პარლამენტი, რომელიც შეიმუშავებს საკონსტიტუციო ცვლილებებს და დროებით მთავრობას დანიშნავს. არჩევნებში გამარჯვებას ისლამისტურ პარტია "ენაჰდას" უწინასწარმეტყველებენ. დასავლური პრესა არჩევნებს ისტორიულს უწოდებს.
ყოფილი პრეზიდენტი ბენ ალი შეგახსენებთ, რომ ქვეყნიდან 14 იანვარს გაიქცა. ტუნისის რევლუციამ საფუძველი ჩაუყარა "არაბულ გაზაფხულს".