ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენ ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცები მიმდინარე წლის ბოლომდე ერაყს დატოვებენ და სახლებს დაუბრუნდებიან.
ობამას თქმით, ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ გამოაცხადონ დასრულებულად ერაყის ომი, რომელიც იყო ხანგრძლივი და ძვირადღირებული.
"თითქმის 9-წლიანი ომი დასრულდება. უახლოეს თვეებში ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან", - განაცხადა ობამამ.
ამ დროისთვის ერაყში 39 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. მათი გამოსვლა ერაყიდან 31 დეკემბრამდე განხორციელდება.
როგორც ობამამ ვაშინგტონში განაცხადა, ომის დასრულების შემდეგ, აშშ-სა და ერაყს სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ჩვეული ურთიერთობა ექნებათ, რომელიც დაფუძნებული იქნება ერთმანეთის ინეტერესების გათვალისწინებაზე და ურთიერთპატივისცემაზე.