ლიბიის გარდამავალის საბჭოს იმ შეიარაღებული ძალების მეთაურმა, რომელმაც ხელში ჩაიგდო ჯამახირიის ლიდერი მუამარ კადაფი ბი-ბი-სის განუცხადა, რომ იგი პოლკოვნიკის გადარჩენას ცდილობდა.
ომრან ოვეიბმა აღნიშნა, რომ როდესაც პოლკოვნიკი სადრენაჟო მილიდან გამოიყვანეს, კადაფიმ "გადადგა ათი ნაბიჯი და როცა ირგვლივ სროლა ატყდა იგი უგონოდ დაეცა".
მისი თქმით, სროლა ყველა მხრიდან ისმოდა და ამიტომ ძნელია განისაზღვროს თუ ვისი ტყვია მოხვდა კადაფის.
ომრან ოვეიბის განცხადებეით, იგი საკუთარ თავზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას კადაფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
"არ ვიცი ვინ მოკლა კადაფი და რა იარაღიდან ესროლეს მას", - განაცხადა ოვეიბმა და დასძინა, რომ მის რაზმში მრავლად იყვნენ ადამიანები, რომელთაც კადაფის მოკვლა სურდათ, თუმცა იგი ცდილობდა რომ არ დაეშვა ფატალური შედეგი.
მისივე თქვით, მას შემდეგ რაც პოლკოვნიკმა გონება დაკარგა და დაეცა, მან იგი საველე ჰოსპიტალში გადაიყვანა თუმცა "ექიმებმა განაცხადეს, რომ პოლკოვნიკი გარდაცვლილი იყო".
შეგახსენებთ, რომ ლიბიის ექსლიდერი მუამარ კადაფი 20 ოქტრომბერს მშობლიურ ქალაქ სიტრაში მოკლეს.
მისი ცხედარი ამ დრომდე დაკრძალული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები