ლიბიის ექსლიდერის, მუამარ კადაფის ცხედარს მის ნათესავებს გადასცემენ. ამის შესახებ "ბი-ბი-სის"ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა განუცხადა.
კადაფის ცხედარს მის ნათესავებს დღეს საღამოს გადასცემენ.
შეგახსენებთ, რომ ლიბიის დამხობილი ლიდერი მუამარ კადაფი 20 ოქტომბერს ჯერაც დაუდგენელ ვითარებაში მოკლეს.
ამჟამად მისი ცხედარი ქალაქ მისრატის ერთ-ერთი მაღაზიის მაცივარშია მოთავსებული.