„ჩვენგან წავიდა ქართული თეატრის სიამაყე, რომელმაც რუსთაველის თეატრის ცხოვრებაში მთელი ეპოქა შექმნა. ჩემთვის კი წავიდა ჩემი უახლოესი მეგობარი, ძმაკაცი, რომელთან ერთად 70 წელი გავატარე, 60 წელი კი რუსთაველის სცენაზე.
ჩემო საყავრელო მეგობარო, შენ მიდიხარ იქ სადაც შენი უამრავი ახლო ძმაკაცები გელოდებიან, შენ მიდიხარ უსასრულობაში მაგრამ სანამ იარსებებს საქართველო, სანამ იარსებებს ქართული თეატრი შენ არასოდეს, ვერასოდეს დაგივიწყებთ. მშვიდობით ჩემო მეგობარო, ჩემო ძმაკაცო, ტირილი მინდა და თავს ვიკავებ. მშვიდობით, ალბათ ჩქარა შევხვდებით ერთმანეთს", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" გურამ საღარაძემ
მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი რუსთაველის თეატრში დღეს დილიდან მიმდინარეობდა.