„ნატაშა ჩხიკვაძე არაჩვეულებრივი ქალი და ბრალიანი მეუღლე იყო. რამაზი, რომ გარდაიცვალა, პირველი დღე იყო და საშამ თქვა, წავალ დედაჩემს ვეტვი ამ ამბავსო. აი, მაშინ დამემართა რაღაც... ნატაშა ძალიან ალალი ქალი და შესანიშნავი მეუღლე იყო, რის გამოც აუცილებლად ერთად უნდა ყოფილიყვნენ, თორემ, რამაზი შეიძლებოდა სხვაგან დაეკრძალათ", - აღნიშნა ოთარ მეღვინეთუხუცესმა მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის გამოსამშვიდობებელ პანაშვიდზე.
პანაშვიდი რუსთაველის თეატრში დღეს დილიდან მიმდინარეობდა.
„ეს დალოცვილი შენობა ძალიან ტკივილიანია. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი შეიძლება წაიღოს საუკეთესოების დინებაში. ეტყობა სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ სტურუას და ჩხიკვაძეს ერთად უნდა ემღერათ. რეზო ესაძე იყო ჩემთან ერთად და სიმღერას რომ ვუსმენდი, თქვა, რომ ახლა ოთახში რომ შევალ მგონია ცოცხალი დამხვდებაო. ახლა, მეც მეტირება და ცრემლი არ მომდის. ამ დალოცვილმა გლოვის საშუალებაც არ მოგვცა. სულ სიმღერით მიდის. იქნებ არ გვინდა ტირილი და უნდა გავიხაროთ იმით რომ ის ჩვენ გვერდით იყო, იქნებ ეს არის მთავარი", - თქვა მეღვინეთუხუცესმა.
მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის გვერდით დაკრძალეს.