ფრანკფურტში წიგნის ბაზრობაზე განზრახ თავშეკავებულად წარმოდგენილი იქნა მაშა გესენის წიგნი "The Man Without a Face: The Unlikely Rise of Vladimir Putin" (ადამიანი სახის გარეშე: ვლადიმერ პუტინის წარმოუდგენელი აღზევება). წიგნის გამოსვლა მომდევნო წლის მარტში იგეგმებს. ინფორმაციას ამის შესახენ "The Washington Post"-ი ავრცელებს.
გამომცემლობა "Riverhead"-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ წიგნი ვლადიმერ პუტინის შესახებ "სკანდალურ ფაქტებს" შეიცავს "რამაც შესაძლოა გესენი საფრთხის ქვეშ დააყენოს, მით უფრო ქვეყანაში, რომელიც ცნობილია იმით, რომ იქ ჟურნალისტებს საფრთხე ემუქრებათ".
ამის გამო ელიზ ჩეინი, რომელიც მაშა გესენის ლიტერატურული აგენტია "შეეცადა იმავდროულად გაეყიდა წინგის გამოცემის უფლებები საზღვარგარეთ და გაეკეთებინა ისე, რომ წიგნი გარკვეულ დრომდე ჩრდილში დარჩენილიყო".
მაშა გესენის მონათხრობს საფუძვლად პუტინის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიული სტატია დაედო, რომელიც მან ჟურნალ "Vanity Fair"-თვის დაწერა 2008 წელს.
"თავის წიგნში გესენი აღწერს, როგორ აიყვანა ბორის ელცინმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მეორეხარისხოვანი აგენტი ვლადიმერ პუტინი თავის მემკვიდრედ, რომელმაც მალევე ჩაახშო ნებისმიერი პროგრესული მისწრაფება რუსეთში დემოკრატიის მიმართულებით და ხელისუფლების სათავეში ხისტი ავტოკრატის რანგში გამყარდა", _ წერს "The Washington Post"-ი.